ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრითიშ პეტროლიუმის" მცდელობა


"ბრითიშ პეტროლიუმის" წინააღმდე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

დღეს ამერიკის პრეზიდენტი პარაკ ობამა იმ დამოუკიდებელი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდება, რომელმაც მექსიკის ყურეში ჭაბურღილის აფეთქების შემთხვევა უნდა გამოიძიოის.

თეთრ სახლში დაგეგმილი ამ შეხვედის პარალელურად, გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში ფედერალური და საშტატო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა "ბრითიშ პეტროლიუმის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ნავთობის გაჟონვასთან დაკავშირებით.

ბიპი კი კვლავ ცდილობს დაზიანებული მილიდან გაჟონილი ნავთობის შეჩერებას. ამჯერად კომპანია წყალქვეშა რობოტების გამოყენებით მილის დაზიანებული ნაწილის მოჭრას და მასზე გუმბათის ფორმის სარქველის დადებას აპირებს, საიდანაც ნავთობი ტანკერში გადაიქაჩება.

თუ ოპერაცია წარუმატებლად დამთავრდა, ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობის რაოდენობა 20%-ით მოიმატებს მას შემდეგ, რაც მილის დაზიანებული ნაწილი მოიჭრება.

XS
SM
MD
LG