ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი არჩევნებს ელოდება


ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს.

კვირას, 22 აპრილს ფრანგი ამომრჩეველი ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევს.

ამჟამინდელი პრეზიდენტისა და კანდიდატის ნიკოლა სარკოზის მთავარი მეტოქე სოციალისტი ფრანსუა ოლანდი წინასაპრეზიდენტო გამოკითხვებში დაწინაურდა და შესაძლოა ბოლო ოცი წლის განმავლობაში ქვეყნის პირველი სოციალისტი ლიდერი გახდეს.

სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს იმასაც, რომ არჩევნების პირველ ტურში სარკოზის ძლიერი დაპირისპირება შეხვდება ოლანდის მხრიდან, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი სოციალისტ კანდიდატს უპირატესობა ექნება. ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს.

XS
SM
MD
LG