ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპა რუსეთს მითითებას აძლევს


ევროპა რუსეთს მითითებას აძლევს

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო საბჭომ ევროპის დელეგაციის კომენტარს პოლიტიზირებული უწოდა.

ევროპელ კანონმდებელთა განცხადებით, მოსკოვში მიმდინარე საპორტესტო აქციები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებაში სასწრაფო ცვლილებებია გასატარებელი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლიის დელეგაციის წევრებმა ეს გაცხადება იმ ფონზე გააკეთეს, როდესაც ათასობით დემონსტრანტი ოთხ მარტს სამართლიანი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, მოსკოვის ქუჩებში გამოვიდა. მომიტინგეებს ხელში წითელი ალმები და პლაკატები ეჭირათ, რომლებზეც : „რუსეთი პუტინის გარეშე“ ეწერა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლიის დელეგაციის ლიდერის ტინი კოქსის განცხადებით, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მოსახლეობის გამოფხიზლების დამადასტურებელია. ამიტომაც კრემლი ვალდებულია შექმნილი მდგომარეობა გაითვალსწინოს და ქვეყანაში სასწრაფო რეფორმები გაატაროს.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო საბჭომ ევროპის დელეგაციის კომენტარს პოლიტიზირებული უწოდა და მისიას პასუხისმგებლობის გადაჭარბებაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG