ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლზე თავდამსხმელი დააკავეს


თეთრ სახლზე თავდამსხმელი დააკავეს
თეთრ სახლზე თავდამსხმელი დააკავეს

აღსანიშნავია,რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი და მისი მეუღლე თეთრ სახლში არ იმყოფებოდნენ.

21 წლის მამაკაცი, რომელმაც გასულ კვირას თეთრ სახლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ბარაკ ობამას მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ოსკარ რამირო ორტეგა-ერნანდესი პენსელვანიის შტატის სასამართლოში პირველად ხუთშაბათს გამოცხადდა. გასულ ღამით იგი პენსელვანიაში ფოტოს საშუალებით ამოიცნეს. ეჭვმიტანილს, რომელიც წარმოშობით აიდაჰოს შტატიდანაა, უახლოეს მომავალში ვაშინგტონის სასამართლო ბრალს წაუყენებს. თუ ორტეგა-ერნანდესს დანაშაული დაუმტკიცდა, მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან.

ეჭვმიტანილს სავარაუდოდ პრეზიდენტი ობამასადმი პირადი სიძულვილი ამოძრავებდა. თეთრი სახლის დაცვის სამსახურის ცნობით, თეთრ სახლის შენობას ორი ტყვია მოხვდა.

აღსანიშნავია,რომ ინციდენტის დროს პრეზიდენტი და მისი მეუღლე თეთრ სახლში არ იმყოფებოდნენ. ობამა კალიფორნიის შტატში იყო, საიდანაც ჰაიტიზე უნდა გაფრენილიყო.

XS
SM
MD
LG