ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს“


„რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს“
„რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს“

ინტერვიუ „ჰერითიჯის ფონდის“ ანალიტიკოს სალი მაკნამარასთან

შეერთებულ შტატებში რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვიზიტი დიდი ინტერესს იწვევს. ის პრეზიდენტ ობამას მოწვევით ჩამოდის. ინტერესი ამ ვიზიტის მიმართ კი ბოლო დროს რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკით არის განპირობებული. იზრდება თუ არა რუსეთის გავლენა ევრაზიაში, რა შედეგები მოიტანა ორ ზესახელმწიფოს შორის ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულებამ, როგორია ავღანეთის კამპანიის პერიპეტიები და ასევე საქართველო - ამ საკითხების შესახებ ჩვენ „ჰერითიჯის ფონდის“ პოლიტიკის საკითხების წამყვან ანალიტიკოსს სალი მაკნამარას ვესაუბრეთ.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოსკოვს თავისი პოლიტიკური ინტერესების სფერო გააჩნია, რაც განსაზღვრავს მათ პოლიტიკურ ქმედებებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუმცა, ერთი საქმეა გქონდეს ინტერესების სფერო და მეორეა, ჩვენ ვეთანხმებით თუ არა ამას. ჩვენ ოფიციალურ დონეზე განვაცხადეთ, რომ შეერთებული შტატები, დიდი ბრიატენთი და ევროპა არ აღიარებს გავლენის სფეროებად დაყოფის პოლიტიკას, რადგან ეს გვაბრუნებს ასი წლის წინანდელ მსოფლიში,“ -განაცხადა მაკნამარამ.

თუმცა, მისი თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენეტ ობამას პოლიტიკის დღის წესრიგში ევროპას დიდად მნიშვნელოვანი ადგილი არ უკავია. ამის დასადასტურებლად კი, სალი მაკნამარას მოჰყავს ის ფაქტი, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ევროპაში ანიტისარაკეტო თავდაცვის მექანიზმების განთავსებაზე.

„ამის გამოცხადება კი ძალიან ცუდად მოხდა და დაემთხვა პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის 70 წლისთავს. ამდენად, მე ვფიქრობ საკმაოდ ბევრი მიზეზია იმისთვის, თუ რატომ არ გრძნობენ თავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დარწმუნებულად. მათ არ აქვთ შეერთებული შტატებისგან ის მხარდაჭერა, რაც ადრე ქონდათ“- აცხადებს მაკნამარა.

ჩვენი შემდგომი შეკითვა, საქართველოსა და ირანს შორის ამ ბოლო დროს გააქტიურებულ ურთიერთობებს და სავიზო რეჟიმის გაუქმებას შეეხებოდა. კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს ურთიერთობა საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკაზე, ქალბატონმა სალი მაკნამარამ განაცხადა:

„ირანის ქცევაზე სერიოზული შეშფოთება არსებობს. ეს შეშფოთება არა მარტო მის ბირთვულ პროგრამას შეეხება, არამედ ავღანეთში მოქმედი ტერორისტებისადმი მხარდაჭერის გამოც. და უამრავი მიზეზი იყო იმისათვის, რომ ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ირანი „ბოროტების ღერძის“ ნაწილად გამოეცხადებინა. ამის შემდეგ ირანთან ურთიერთობის გალღობის მცდელობა იყო, როდესც ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას სურდა ირანისთვის მეგობრობის ხელი გაეწვდინა. თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო და პრეზიდენტი ობამა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის წინააღმდეგ მეოთხე რაუნდის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ამდენად, საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობის გაძლიერებას, მე ვფიქრობ, არ მიესალმება არც შეერთებული შტატები და არც ევროკავშირი. თუმცა, ამას საქართევლოს კუთხიდანაც უნდა შევხედოთ. საქართველო იარაღის ქვეშ გრძნობს თავს. საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 25 პროცენტი და არ არსებობს მათი დაბრუნების გეგმა,“- განაცხადა მაკნამარამ.

ჩვენი შემდგომი შეკითხვა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული შემცირების ხელშეკრულებას - ე.წ. სტარტს შეეხო. როგორც ცნობილია, ეს ხელშეკრულება მხოლოდ შორი რადიუსის სტრატეგიული რაკეტების შემცირებას ითვალისწინებს. საინეტესოა, თუ როგორი იქნება მოკლე რადიუსის ტაქტიკური რაკეტების შემცირების საკითხი და ხომ არ გამოიწვევს ეს თემა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ახალი გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებას?

„ეს ის საკითხია, სადაც რუსეთი თავს უკეთ გრძნობს ვიდრე შეერთებული შტატები. თუკი შეხედავთ ევროპაში მოკლე რადიუსის რაკეტებს, აქ შეერთებულ შტატებს 200 ბირთვული ქობინი გააჩნია. ეს საკმაოდ მოძველებული აღჭურვილობაა, მათ სჭირდებათ გადახალისება და ასევე ევროპელებს სჭირდებათ ამ რაკეტების გადამტანი საშუალებები. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, მათი განცხადებით მოკლე რადიუსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე 2000-ს აღწევს, ამდენად თუ შევხევდათ „სტარტის“ ხელშეკრულებას, რუსეთი აქ საკმაოდ მომგებიან პოზიციაშია და მე არ ვიცი თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები. ამ საკითხში რუსეთს აშკარა უპირატესობა აქვს. და გადატვირთვის პოლიტიკა დღესდღეობით სხვა არაფერია თუ არა ის, რომ შეერთებული შტატები გასცემს ყველაფერს, ხოლო რუსეთი იღებს ყველაფერს. მართალია არის საკითხები, რასაც ჩვენც ვიღებთ, ისეთი როგორიცაა ავღანეთში სატრანსპორტო კორიდორი რუსეთის გავლით. მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი თმობს მცირე საკითხებს და ამის სანაცვლოდ იღებს დიდ უპირატესობას. ამდენად, შეერთებულმა შტატებმა ვფიქრობ გარკვევით უნდა ჩამოაყალიბოს ის პრიორიტეტები, თუ რისი მიღწევა სურს,“ - განაცხადა მაკნამარამ.

რაც შეხება შეერთებული შტატების პოლიტიკას ავღანეთში, თუ რამდენად წარმატებულია ეს ნაბიჯები და თანხვდება თუ არა ჰამიდ კარზაის პოლიტიკა თალიბანთან შერიგების დაწყების შესახებ თეთრი სახლის მიზნებს, მაკნამარამ აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ჯერ არ არის ნათელი, თუ რა სურს კონკრეტულად კარზაის. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის განთავსების საკითხს ქალბატონი მაკნამარა ფიქრობს, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს პროგრამა ამ ეტაპზე მიატოვა.


XS
SM
MD
LG