ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასუხად დემეტროვს სოხუმში


პასუხად დემეტროვს სოხუმში

გასული წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა, მათ შორის კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ე.წ. ნეიტრალური პასპორტების გაცემის შესახებ.

ევროკავშირის -”არაღიარების და ჩართულობის” პოლიტიკა აფახაზეთისთვის მიუღებელია. "ევროკავშირმა არ უნდა დახარჯოს დრო და ფული, რადგანაც ასეთ პოლიტიკას სოხუმი კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს"- განუცხადა სოხუმის ხელმძღვანელობამ ევროკავშირის დელეგაციას, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი ხელმძღვანელობდა. ფილიპ დიმიტროვმა სოხუმში შეხვედრები გამართა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრემიერთან, ბოლოს შეხვდა აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს აფხაზური პასპორტების აღიარებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლო მომავალში აპირებენ აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტების აღიარების წინადადებით, ევროკავშრის ხელმძღვანელობას მიმართონ. რაც შეეხება ნეიტრალურ პასპორტებს, რომელსაც სოხუმს თბილისი სთავაზობს, ამ წინადადებაზე დე-ფაქტო-ხელისუფლება პასუხობს, რომ ნეიტრალური პასპორტებით არასდროს ისარგებლებენ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ამბობს : ” თვითონ ფაქტი, რომ ევროკავშირის დელეგაცია მიემგზავრება კონფლიქტურ რეგიონში და სვამს რიგ საკითხებს, რომლებიც ექვემდებარება დიალოგს, კარგია. მაგრამ უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრებს ბ-ნი დიმიტროვის განცხადება დე-ფაქტო პრეზიდენტის პასუხზე, რომ ისინი ტყუილად ნუ ჩამოდიან და სახსრებს ტყუილად ნუ ხარჯავენ.. ეს არის განმეორება იმ პოზიციის, რომელიც გააჩნია რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თავიანთ მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიების ნაწილებთან.ამდენად, ამ საკითხებზე გაჩუმება და ევროკავშირის დელეგაციის აზრის არგამოხატვა , არ მინდა ძალიან კატეგორიული ვიყო, მაგრამ მათ უსუსურობაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში , რამდენად პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ვეთანხმები ანქვაბის გამონათქვამს, რომ ისინი ტყუილად ხარჯავენ სახსრებს, ჩადიან, მოდიან და რაიმე ღირებულს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ. იგივე ნეიტრალური პასპორტების აღების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა, საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრები ადამიანების უფრო თავისუფალ მოძრაობას და უფრო სამართლებრივად გამართლებულ მოძრაობა საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით, სხვა ასეთი ინიციატივები, რომლებიც დიალოგისკენ არის მიმართული, ისევ და ისევ დამოკიდებულება ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის საკითხთან , რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო პოლიტიკის წისქვილზე ასხავს წყალს... ეს საკითხები არის საკითხები, რომელზეც არ შეიძლება გაუთავებლად ისაუბროს ევროკავშირმა და მასზე მიბმულმა საერთაშორისო პოლიტიკურმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თვლიან, რომ ვალდებულები არიან ჩაერთონ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში.

უნდა ვივარაუდოთ, რომ შეიძლება რაიმე სიახლე მოხდეს და ამ დელეგაციამ თავისი დამოკიდებულება ევროპარლამენტზეც წამოწიოს და ევროკავშირის შემდგომ სამოქმედო პროგრამებში ეს საკითხები უფრო მკაფიოდ წარმოჩნდეს”

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი დაამტკიცა, მათ შორის კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ე.წ. ნეიტრალური პასპორეტბის გაცემის შესახებ. მიღებული ცვლილებების თანახმად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ნებაყოფლობით შეუძლიათ ნეიტრალური დოკუმენტების მიღება, რაც მათ საშუალებას მისცემს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების, სწავლის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა.

” ამავე დროს ნეიტრალური პასპორტის მფლობელი არ უთანაბრდება საქრთველოს მოქალაქეს და მას უფლება არ აქვს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში” - აცხადებს ქართულ ინიციატივასთან დაკავშირებით, მოსკოვი და ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ექსპერტთა კლუბის წევრი, ირაკლი ცქიტიშვილი ევროკავშირის ელჩის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით სოხუმში ამბობს :

” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტის დროს, სოხუმში გამოაქვეყნა კომენტარი ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განიხილოს როგორც პირდაპირი ინსტრუქცია დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთი ყველა ძალას მიმართავს იმისთვის, რომ ეს ქართული ინიციატივა ჩაშალოს. სწორედ ამით იყო განპირობებული რუსეთის საგარო უწყების განცხადებაში გაკეთებული აქცენტი სწორედ იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ პასპორტები ნეიტრალურია, ის მაინც ითვლება როგორც ქართული სახელმწიფო დოკუმენტი. შესაბამისად, რუსეთი ამით ცდილობს აფხაზებს შეუქმნას დამატებით ნებისმიერ ქართულ ინიციატივაზე და განსაკუთრებით კერძოდ აღნიშნულ ინიციატივაზე ნეგატიური განწყობა.

რაც შეეხება ანქვაბის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ფილიპ დიმიტროვის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით, ანქვაბი ატარებს რუსულ პოლიტიკას, მას წინ აქვს საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 10 მარტს არის დანიშნული და მან მშვენივრად გამოიყენა დიმიტროვის ვიზიტი საკუთარი თავის და თავისი გუნდის პიარისთვის.

რუსეთის პოზიცია ქართული ინიციატივის შესახებ გასაგებია, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია, ისინი ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან თბილისის ინიციატივების განხორციელებას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რიგით აფხაზებს ასეთი დოკუმენტი არ სჭირდებათ, ან არ გამოადგებათ’.

XS
SM
MD
LG