ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ


პარიზში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ
პარიზში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობენ

მთავარი თემა ევროპაში დაწყებული ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება.

პარიზში დღეს მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ფინანსთა მინისტრები იკრიბებიან. მთავარი თემა ევროპაში დაწყებული ფინანსური კრიზისის დაძლევა იქნება.

შეხვედრის მიზანია მსოფლიოს ეკონომიკა ახალი რეცესიისგან გადაარჩინოს. განიხილება გლობალური ფინანსური ბაზრის დასტაბილურების რამდენიმე მეთოდი და გზა.

სპეციალისტები ამ შეხვედრისგან რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ელიან. მათი აზრით, შეკრება მხოლოდ მომავალი სამიტებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად არის დაგეგმილი.

პარასკევს პრეზიდენტმა ობამამ გერმანიის პირველ პირს, ანგელა მერკელს, დაურეკა და ევროზონის კრიზისის თემაზე ესაუბრა. ქალბატონმა მერკელმა გადაჭრით დაგმო ამერიკის ოფიციალური პირების კრიტიკა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებს კრიზისის დასაძლევად არასაკმარისად სწრაფ ქმედებაში ადანაშაულებს. გერმანიის სახელმწიფო მეთაურის თქმით ევროზონის გარეთ მყოფ სახელმწიფოებს ამის უფლება არ აქვთ.

თეთრი სახლის განცხადებით, საუბრის თემა დიდი ოცეულის მომავალი სამიტიც იყო, რომელიც ნოემბრის თვეში საფრანგეთში გაიმართება.

XS
SM
MD
LG