ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სხვადასხვა ქვეყნის მაშველები იაპონიისკენ გაემართნენ


სხვადასხვა ქვეყნის მაშველები იაპონიისკენ გაემართნენ
სხვადასხვა ქვეყნის მაშველები იაპონიისკენ გაემართნენ

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიის პერმიერ მინისტრს ნაოტო კანს ესაუბრა.

სხვადასხვა ქვეყნის მაშველები იაპონიისკენ გაემართნენ. ჟენევაში ბაზირებულმა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის სააგენტომ უკვე დაამტკიცა სამაშველო გუნდები ამერიკიდან, ავსტრალიიდან, ახალი ზენლანდიიდან და სამხრეთ კორეიდან. მათი მონაცემებით კიდევ 45 ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში იაპონიას სხვადასხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს.

გაეროს ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო გვატყობინებს, რომ ის მუდმივ კონტაქტშია იაპონიის ხელისუფლებასთან და აზუსტებს გადაუდებელი დახმარების კონკრეტულ გზებს და მეთოდებს. გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის თქმით, იაპონიაში მომხდარმა კატასტროფამ სამყარო შოკში ჩააგდო და გაერო ყველაფერს აკეთებს დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისთვის.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იაპონიის პრემიერ მინისტრს ნაოტო კანს ესაუბრა და ნებისმიერი სახის დახმარება აღუთქვა. ბატონი ობამას განცხადებით, ერთი ამერიკული ავიამზიდი უკვე იაპონიაშია და მეორე გზაში იმყოფება. ამას გარდა კიდევ ექვსი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი მზად არის დახმარებისთვის და ოფიციალურ ბრძანებას ელის.

XS
SM
MD
LG