ირანში სასამართლო პროცესი დაიწყო, სადაც ამერიკელ ტურისტებს განაჩენი უნდა გამოუტანონ. მათ 2009 წელს ქვეყანაში უკანონო შესვლასა და ჯაშუშობაში ედება ბრალი.
შეინ ბაუერი, ჯოშ ფატალი და სარა შორდი ირანის ქურთებით ასახლებულ რეგიონში საზღვრის სიახლოვეს დააპატიმრეს. სარა შორდი გასული წლის სექტემბერს გირაოთი გაათავისუფლეს. გირაოს თანხამ 500 ათასი დოლარი შეადგინა. მას შეერთებულ შტატებში დაბრუნების ნება მისცეს.