ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი თანახმაა ნატოსთან ითანამშრომლოს


რუსეთი თანახმაა ნატოსთან ერთად რაკეტსაწიააღმდეგო თავდაცვასა და უსაფრთხოების სხვადასხვა ინიციატივების ირგვლივ ითანამშრომლოს.

როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია, რაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახლებური მიდგომის საფუძველს აყალიბებს. სათავდაცვო სისტემისა, რომლის შესახებ ამერიკამ გასულ წელს განაცხადა:

„ ეს სისტემა ერთგვარ როლს ანიჭებს ყველა ჩვენს მოკავშირე ქვეყანას. პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს და აჩვენებს იმ სიმტკიცეს, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების დაცვა გვსურს ბალისტიკური რაკეტების საფრთხისგან “- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს დიდი გეგმები აქვს:

„ მოსკოვი ყველა სფეროში იმუშავებს, მათ შორის ევროპული სარაკეტო თავდაცვის დარგშიც“ - აღნიშნა რუსმა ლიდერმა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეთანხმებას ნატო-რუსეთის ურთიერთობებში "ახალი ეპოქის დასაწყისი" უწოდა.

ლისაბონის სამიტზე, ნატომ დაადგინა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით ფარს ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების მოსახლეობის დასაცავად და მათი ტერიტორიისა და ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განავითარებს.

ამ მხრივ, ნატო გააფართოვებს სარაკეტო მართვისა და კონტროლის სისტემებს.

ამას გარდა, ნატოს ლიდერებმა დაამტკიცეს ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი ათი წლის მანძილზე ნატოს მოქმედების არეალს განსაზღვრავს და ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებთან ბრძოლისთვის, ალიანსის მზაობის კონსოლიდაციას მოახდენს.

როგორც ბატონმა რასმუსენმა აღნიშნა, სტრატეგიული კონცეფცია მხოლოდ პრიონციპების ერთობლიობა როდია, არამედ სამოქმედო გეგმა, რომელიც ნატოს მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ისახავს მიზნად.

და ბოლოს, ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ალაინსი ძალიან კარგად ახდენს კოლექტიური უსაფრთოხებისადმი მიდგომისა და კონცეფციის შეთავსებას. ახალი სტრატეგიული კონცეფცია, კი პრეზიდენტ ობამას განცხადებით, აჩვენებს რომ ნატო ერთსულოვანია სამომავლო განვითარებისა და სირთულეების დაძლევის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG