ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკის აქცია უკან არ იხევს


ნიუ იორკის აქცია უკან არ იხევს

ნიუ იორკში „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია 17 სექტემბერს, მცირე ზომის ჯგუფის პროტესტით დაიწყო.

ნიუ იორკის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ოფიციალურმა პირებმა ნიუ იორკის ფინანსური რაიონის დასუფთავების კამპანია დროებით გადადეს. ეს რაიონი უკვე ერთი თვეა, რაც მოძრაობა „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქტივისტების მიერ არის დაკავებული.

დემონსტრანტებს ცოტა ხნის წინ პარასკევს დილისთვის ზუკოტის პარკის დაცლა მოთხოვეს. პარკის მფლობელი კომპანიის თანახმად, პარკის ტერიტორია აქციის შედეგად დაბინძურდა.

ამ ფონზე, დემონსტრანტები პირობას დებენ, რომ მომავალში მსგავს ულტიმატუმს იგნორირებას მოუხდენენ. საპასუხოდ, პარკის მმართველები თავის მხრივ პოლიციასთან ჩივილს გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში „დაიკავე უოლ სტრიტის“ აქცია 17 სექტემბერს, მცირე ზომის ჯგუფის პროტესტით დაიწყო, რომელიც კორპორატიულ ამერიკას მდიდრებს, ღარიბ ფენასა და საშუალო კლასის ამერიკელებს შორის ეკონომიკური დიფერენციაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG