ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში დაწყებული აქციები მსოფლიოს მოედო


ნიუ იორკში დაწყებული აქციები მსოფლიოს მოედო
ნიუ იორკში დაწყებული აქციები მსოფლიოს მოედო

დილით ნიუ იორკის ბანკებთან დაწყებული აქცია საღამოს ნიუ იორკში თაიმსქვერზე, მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში დასრულდება.

ნიუ იორკში უოლსტრიტზე ერთი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქცია, ჯერ ამერიკის დიდ ქალაქებში გავრცელდა, ახლა კი მთელ მსოფლიოს მოედო.

ძირითადად ახალგაზრდა ასაკის მომიტინგეები კაპიტალიზმს, სიღარიბეს, უთანასწორობას, რასიზმს და მრავალ სხვა სოციალურ პრობლემას აპროტესტებენ.

დღეს დემონსტრაციები გაიმართა ფილიპინებში, იაპონიაში, ჰონ კონგში, ტაივანში, ავსტრალიაში, სამხრეთ კორეაში და მსოფლიოს კიდევ მრავალ სხვა ქვეყანაში. ისინი ხაზგასმით უჭერენ მხარს ნიუ-იორკელ მომიტინგეებს და გმობენ ამერიკულ იმპერიალიზმს და ამერიკის ლიდერობით წამოწყებულ ომებს.

სოციალურ ქსელებზე „თვითერზე“ და „ფეისბუქზე“ ფართოდ რეკლამირებული კამპანია ე.წ. „მოქმედების საერთაშორისო დღის“ გამოცხადებით დაიწყო.

დილით ნიუ იორკის ბანკებთან დაწყებული აქცია საღამოს ნიუ იორკში თაიმსქვერზე, მსოფლიოს ფინანსურ ცენტრში დასრულდება.

XS
SM
MD
LG