ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე დათანხმდა


სირიის ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე დათანხმდა
სირიის ოპოზიციის ნაწილი დიალოგზე დათანხმდა

გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებებს მხოლოდ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეუერთდა.

სირიაში მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკების მაგიდასთან ვიცე-პრეზიდენტი და ოპოზიციის ლიდერები დასხდნენ. მთავარი თემა ქვეყანაში რეფორმების დაწყებაა, რის გამოც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება.

ოპოზიცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის წინააღმდეგ იბრძვის. ვიცე-პრეზიდენტმა ფარუკ ალ-შარამ დღეს განაცხადა, რომ მას დამასკოში ჩატარებული 2 დღიანი შეხვედრების ნაყოფიერების იმედი აქვს. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები ქვეყანას დაეხმარება პლურალისტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში, სადაც ყველა მოქალაქე თავს თანაბარუფლებიანად იგრძნობს.

გუშინ დაწყებულ მოლაპარაკებებს მხოლოდ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია შეუერთდა, ხოლო ყველაზე მსხვილმა დისიდენტურმა გაერთიანებებმა უარი თქვეს მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

XS
SM
MD
LG