პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების კონგრესისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებს.
ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკა დიდი დეპრესიის შემდეგ ერთ-ერთ უმძიმეს კრიზისში იმყოფება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები დაძლევს ბიუჯეტის დეფიციტს, მოახდენს მთავრობის რეფორმირებას და რეალობად გადააქცევს ამერიკულ ოცნებას, როდესაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია წარმატების მიღწევის საშუალება.