ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ჰოლბრუკი ვაშინგტონის საავადმყოფოში მოხვდა


რიჩარდ ჰოლბრუკი ვაშინგტონის საავადმყოფოში მოხვდა

ჰოლბრუკი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

ავღანეთსა და პაკისტანში აშშ–ის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ ჰოლბრუკი ვაშინგტონის საავადმყოფოში იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

პარასკევს რიჩარდ ჰოლბრუკი სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას შეუძლოდ შეიქნა. ჰოლბრუკს შაბათს გულის აორტის ოპერაცია გაუკეთეს.

თეთრი სახლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყნის პირველი ლედი და ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულები არიან, რომ ჰოლბრუკის ჯანმრთელობა გაუმჯობესდება. ამავე განცხადების თანახმად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რიჩარდ ჰოლბრუკი ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.

69 წლის დიპლომატი გაეროში შეერთებული შტატების ელჩი იყო. იგი ასევე 1995 წლის დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების სულისჩამდგმელი გახლდათ, რომლის წყალობით დასრულდა ბოსნია-ჰერცოგოვინის ომი.

XS
SM
MD
LG