ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონორები ყირგიზეთს მილიარდ ასი მილიონი დოლარით დაეხმარებიან


ბიშკეკის ეკონომიკური ზრდა 2010 წელს წესით 5.5 მეათედი პროცენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა ეკონომისტების მოლოდინი სავალალოა.

ცენტრალური აზიის ქვეყნისთვის, რომელშიც ნატოს სამხედრო ბაზები ყავს განთავსებული, დონორებმა გადაწყვიტეს, რომ დახმარების ნაწილი არჩევნების ჩატარებამდე, 2010 წლის ოქტომბრამდე უნდა გააგზავნონ.

დროებითი მთავრობის პრეზიდენტის, როზა ოტუმბაევას თქმით, მისი ქვეყანა და ხუთნახევარი მილიონი ადამიანი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისგან იტანჯება. ივნისის კონფლიქტამდე, ბიშკეკის ეკონომიკური ზრდა წესით 5.5 მეათედი პროცენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა ეკონომისტების მოლოდინი სავალალოა.

კარნეგის ფონდის ევრაზიის სფეროს ანალიტიკოსი ანდერს ასლუნდი თვლის, რომ საერთაშორისო დახმარება კეთილგონივრულია.

“არსებობოს დესტაბილიზაციის რისკი. მთავარი მიზეზი კი მყარი მთავრობის არ არსებობაა. ამიტომ ფულის კონტროლი შესაძლოა გართულდეს კიდეც.”-ამბობს ასლუნდი.

აღსანიშნავია, რომ ახლახანს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ ყირგიზეთში გრძელდება უზბეკების უფლებების შელახვა. მომხდარი შეტაკებების შემდეგ, უზბეკებით ყველაზე კომპაქტურად დასახლებულ ოშსა და ჯალალაბადში 1000-მდე უზბეკი დაკავებული რჩება.

საერთაშორისო თანამეგობრობა იმედოვნებს, რომ ეუთოს 52 პოლიციელი ყირგიზ კოლეგებს სიტუაციის დარეგულირებაში დაეხმარება. თუმცა კრიზისის საერთაშორისო ცენტრის აზიის ანალიტიკოსი, პოლ ქუინი ამბობს, რომ ეუთოს წარმომადგენლებს შესაძლოა ხმაურიანი მიღება მოუწყონ.

“არის მსუბუქი პროტესტი მათ ჩასვლასთან დაკავშირებით. ბევრმა ძლევამოსილმა ფიგურამ სამხრეთში ნათლად გამოამჟღავნა, რომ არანაირი უცხო ძალა არ აწყობთ. ასე რომ უცხოური პოლიციური ძალების თუნდაც მცირე რაზმის იდეა, ბევრს მთავრობაში დიდი ენთუზიაზმით არ მიუღია.”-ამბობს ქუინი.

XS
SM
MD
LG