ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში კვლავ მსხვერპლია


პაკისტანში კვლავ მსხვერპლია

ამერიკელი სამხედროების მხრიდან წინასწარ განზრახული არ ყოფილა პაკისტანელი სამხდროების შეცდომაში შეყვანა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, პაკისტანისა და ამერიკის სამხედრო ძალებს შორის არსებულმა არასათანადო კოორდინაციამ, ავღანეთის საზღვართან 24 პაკისტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ანაგარიშის მიხედვით, ინფორმაციის არასწორმა გაცვლამ ამერიკულ სამხედროებსა და პაკისტანელ მესაზღვრეებს შორის, პაკისტანის საზღვარზე საგუშაგოების განლაგების სქემა გაურკვეველი გახადა. თუმცა გამოძიების თანახმად ამერიკელი სამხედროების მხრიდან წინასწარ განზრახული არ ყოფილა პაკისტანელი სამხდროების შეცდომაში შეყვანა.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნული ინციდენტის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.



XS
SM
MD
LG