ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალჟირის არჩევნების შეფასება


უცხოელ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე თავისუფალი შესვლის საშუალება არ ჰქონდათ.

ევროკავშირი და შეერთებული შტატები მიიჩნევენ, რომ ალჟირში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული რეფორმის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქვეყნის ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალჟირის მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ უცხოელ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე თავისუფალი შესვლის საშუალება არ ჰქონდათ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ალჟირელ ხალხს მიულოცა „საკუთარი ნების გამოხატვის“ შესაძლებლობა და პარლამენტში ქალების უპრეცედენტო რაოდენობის არჩევა.

XS
SM
MD
LG