"ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთობებს თურქეთთან" - განაცხადა თურქეთში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა.
„ეს არის პარტნიორობა რომელიც ორმხრივად მომგებიანია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება,“-თქვა მან.
ბერნსმა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას, ორმხრივად საინტერესო საკითხები და გამოწვევები განიხილა, მათ შორის ერაყში არსებული სიტუაცია, საერთაშორისო დონეზე ერთსულოვნების მნიშვნელობა ირანთან მიმართებაში, სიტუაცია სირიაში, ეგვიპტის დემოკრატიისკენ სვლაში სხვადასხვა მხარეს შორის კოორდინაციის განმტკიცების გზები და ბოლოს, ტერორიზმთან ბრძოლის გზები.
ამერიკა-თურქეთის ეკონომიკური და კომერციული პარტნიორობის გაძლიერების პარალელურად, უილიამ ბერნსმა ხაზი გაუსვა ამერიკის მხარდაჭერას თურქეთის საკონსტიტუციო რეფორმების გატარების გზაზე და განსაკუთრებით, იმის უზრუნველყოფას, რომ რეფორმა ინკლუზიური, გამჭვირვალე იყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ნორმები.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ისტორიული გარდაქმნების ფაქტები და ხაზგასმით აღნიშნეს ამერიკისა დ თურქეთის ინტერესი ეგვიპტეში, ტუნისსა და ლიბიაში დემოკრატიული ტრანზიციის წარმატებაში. უილიამ ბერნსმა, თურქეთის პრესისთვის მიცემული ინტერვიუში, ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მოდელის მაგალითს იძლევა. მისი განცხადებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც კარგ კომბინაციას აკეთებს დემოკრატიულ საზოგადოებასა და აქტიურ, გლობალურად ინტეგრიგებულ ეკონომიკას შორის, რომელსაც იმავდროულად ღრმა, ისლამური კულტურის წარსული აქვს.
ბერნსმა დააკონკრეტა, რომ განხილული იყო სირიის საკითხიც, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ასადის რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს ებრძვის, უნდა დასრულდეს და დაიწყოს სწრაფი დემოკრატიული გარდამავალი პერიოდი. განხილული იყო ირანის თემაც, რომელმაც ვერ შეასრულა საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები და თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკა იმ შესაძლებლობას, რომ ირანმა არ განავითაროს ბირთვული იარაღი.
სხვა სკაითხებთან ერთად, განხილული იყო ბაკლანეთის ნახევარძკუნულზე, კავკასიაში, ავღანეთში, კვიპროსში და სუდანში მიმდინარე მოვლენები. უილიამ ბერნსის აზრით, ის დატვირთული დღის წესრიგი, რომელიც ორივე მხარემ შეხვედრებისას შეიმუშავა, კარგად აჩვენებს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების მნიშვნელობას და იმ პოზიტიურ როლს, რომლის შესრულებაც თურქეთს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ შეუძლია.