ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წელს ევროზონის ეკონომიკა საშუალოდ 1.5 პროცენტით შემცირდება.

კრედიტ-რეიტინგის კომპანია “სთენდარდ ენდ ფუარ“ (Standard and Poor) აცხადებს, რომ თუკი ევროპელ ლიდერებს შორის ეკონომიკური კრიზისის შესახებ შეთანხმება დროულად არ მოხდა, ევროპა რეცესიას თავიდან ვეღარ აიცილებს.

შაბათს კომპანიამ სპეციალური ტელეკონფერენცია მოიწვია, რომელზეც მისმა წარმომადგენელმა მორის კრამერმა მედიას ახალი გადაწყვეტილების შესახებ აუწყა. ევროპის 9 ქვეყანას საკრედიტო რეიტინგი დაბლა დაეწია.

ბატონი კრამერის განცხადებით, ევროზონის ლიდერები ევროკავშირის ფინანსური სისტემის გამყარებისთვის საკმარისად არ ზრუნავენ და გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებენ. კომპანიის “სთენდარდ ენდ ფუარ“ მონაცემებით, 2012 წელს ევროზონის ეკონომიკა საშუალოდ 1.5 პროცენტით შემცირდება.

XS
SM
MD
LG