ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიელ ამბოხებულთა მოთხოვნა


A rebel fighter sitting in a captured Gadhafi forces truck with a mounted weapon is received by comrades occupying high ground overlooking the
A rebel fighter sitting in a captured Gadhafi forces truck with a mounted weapon is received by comrades occupying high ground overlooking the

ბენღაზი ამბოხებულთა მთავარ საყრდენ ქალაქდ ითვლება.

ლიბიელი ამბოხებულების ლიდერის განცხადებით, ლიბიის ოპოზიცია დათანხმდება მუამარ კადაფის ქვეყანაში დარჩენას, თუკი ის დატოვებს თანამდებობას და მის გადაადგილებაზე დაწესდება საერთაშორისო მეთვალყურეობა.

ამის შესახებ მუსტაფა აბდელ ჯალილმა დღეს სააგენტო „როიტერთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ამ შეთავაზებით კადაფის ამბოხებულებმა ერთი თვის წინ გაეროს შუამავლობით მიმართეს, თუმცა ლიბიის ლიდერისგან მათ ჯერ პასუხი არ მიუღიათ. ჯალილმა „როიტერის“ სააგენტოს ინტერვიუ ქალაქ ბენღაზიში მისცა, რომელიც ამბოხებულთა მთავარ საყრდენ ქალაქდ ითვლება.

ამბოხებულთა მიერ ჩამოყალიბებული გარდამავალი მთავრობის შტაბბინა სწორედ ბენღაზიშია განთავსებული. ჯალილის თქმით, თუკი კადაფი დათანხმდება გადადგომაზე და მისი ჯარები დატოვებენ დაკავებულ პოზიციებს, მაშინ თავად კადაფის გადასაწყვეტი იქნება დარჩება ქვეყანაში თუ გაემგზავრება საზღვარგარეთ.

XS
SM
MD
LG