ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა რუსეთს მხარი დაუჭირა


ევროკავშირმა რუსეთს მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა რუსეთს მხარი დაუჭირა

რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება 2011 წლისთვის უკვე გამორიცხული არ არის.

ევროკავშირმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოვა ორგანიზაციაში საბოლოო გაწევრიანებასთან.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა ელვირა ნაბიულინა და ევროკავშირის ვაჭრობის კომისიონერმა კარელ დე გუტმა დღეს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლითაც მხარეებმა ის უთანხმოებები გადაწყვიტეს, რომლებიც ევროკავშირს რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის საშუალებას არ აძლევდა.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ ამ ხელშეკრულების გაოფრმებას ისტორიული მოვლენა უწოდა. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 1992 წლის ივნისის შემდეგ ცდილობს.

ბაროსოს თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანება 2011 წლისთვის უკვე გამორიცხული არ არის.

XS
SM
MD
LG