ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პრემიერი ავღანეთში ჩადის


ბრიტანეთის პრემიერი ავღანეთში ჩადის
ბრიტანეთის პრემიერი ავღანეთში ჩადის

2014 წლისთვის ავღანეთის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა მთლიანად ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარი ავღანეთიდან ეტაპობრივ გამოსვლას მომავალი წლიდან დაიწყებს.

იგი ორშაბათს საღამოს ჰელმანდის პროვინციაში ჩაფრინდა, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა განლაგებული.

კამერონის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ ვითარება უმჯობესდება, ბრიტანეთი ჯარების გაყვანას 2011 წელს დაიწყებს.

ნატოს განცხადებით, 2014 წლისთვის ავღანეთის უსაფრთხოების პასუხისმგებლობა, მთლიანად ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემა.

XS
SM
MD
LG