დღეს მიგრანტების საერთაშორისო დღეა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებებს მიგრანტებისთვის სამედიცინო დაზღევა ხელმისაწვდომი გახადონ და მათი ჯანმრთელობა საფრთხე არ შეუქმნან. ეს განცხადება ორგანიზაციის ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორმა დევიდე მოსკამ მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გააკეთა ჟენევაში.
ბატონიმოსკას განცხადებით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ლეგალური და არალეგალური სტატუსის მქონე იმიგრანტებს ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით, მუდმივად გადაუჭრელი პრობლემები აქვთ:
„მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიუწვდებათ იმიგრანტებს სამედიცინო დაზღვევაზე ხელი და ისიც გარკვეული დროით. არალეგალური სტატუსის მქონე იმიგრანტები აბსოლუტურად დაუცველები არიან დამხოლოდ განსაკუტრებული შემთხვევების დროს ენიჭებათ ეს უპირატესობა. ამტიომაც ძალზე ხშიარდ იმიგრანტების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დეგაბ, რადგან უსასხრობის გამო დაავადებები გვიან სტადიებზე ხდება აღმოჩენილი“
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სულ 214 მილიონი იმიგრანტი ცხოვრობს.