ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწვანე ბარათის მოგების შანსები


ირმა გულიაშილი იმ იღბლიან ადამენებს შორისაა, ვინც 1997 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური ლატარიით გრინ კარტი ანუ მწვანე ბარათი მოიგო. 2 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირების და ლატარიაში მონაწილეობის მიღება უფლებაყველას აქვს.თუ გაგიმართლათ და თქვენ მწვანე ბარათი მოიგეთ,ამერიკაში ცხოვრების და მუშაობის საშუალება გექნებათ.კონგრესის მიერ მანდატირებული ვიზა-ლატარიის პროგრამის ადმინისტრირება საკონონით სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება.ლატარიასი მონაწილეობისთვის რეგისტრაციის დაწყება სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებოდ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა.ყოვეწლიურად გრინ კარტის მოგების შედეგად ამერიკა 55 ათას ვიზას გასცემს, უბრალოდ უნდა გაგიმართლოს რომ შეგარჩიონ.

საქართველო არასდროს ყოფილა იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ლატარიაში მონაწილეობის მიღება არ ეკრძალებათ. შარშანდლამდე ამ სიაში რუსეთი იყო.წელს სიაში შემდეგი ქვეყნები რჩებიან:ბრაზილია, კანადა, დომენიკოს რესპუბლიკა, ეკვადორი, სალვადორი, ინდოეთი, კოლუმბია, მექსიკა, ინდოეთი, ვიეტნამი, იამაიკა.ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს ლატარია არ სჭირდებათ, იმიტომ რომ მათგან ყოველწლიურად ამერიკაში ათასობით მიგრანტი ჩამოდის.

მარიკა კიკნაძე თბილისიდან გათამაშებაში მონაწილეობას წელს გეგმავს. ამბობს რომ, მისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების არმცოდნე ადამიანისთვისაც კი, დარეგისტრირების პრინციპი საკმაოდ მარტივია. მთავარია რა იქნება შედეგი.

საქართველოში 2009 წელს ლატარიისთვის რეგისტრაცია 661-მა ადამიანმა გაიარა.2010 წელს 648-ამ. ვინც 2010 ნოემბრამდე გაივლის, ამერიკაში შემოსვლის საშუალება 2011 -წლიდან ექნება. 5 წლის თავზე კი შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც კი მიიღოს.

მერიკის სახელომწიფო დეპარტამენტის ლატარიაში მონაწილეობის მსურველები ოფიციალურ ვებ გვერძე www.dvlottery.state.gov უნდა დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 ნოემბერია. გამარჯვების შემთხვევასი თქვენ ამერიკიდან მისალოც წერილს მიიღებთ.

XS
SM
MD
LG