ისრაელის სამხედრო ავიაციამ საჰაერო დარტყმა მიაყენა ღაზას სექტორში მდებარე „ისლამური ჯიჰადის“ საწვრთნელ ბანაკს.
ამ თავდასხმის შედეგად, პალესტინური სამხედრო დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ ხუთი წევრი დაიღუპა, მათ შორის ერთი მეთაური.
ისრაელის სამხედროების განცხადებით ჯიჰადისტები ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გეგმავდნენ.
პალესტინელი ექიმების განცხადებით ამ დაბომბვის შედეგად სულ ცოტა ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.