ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი


იაპონიის ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი
იაპონიის ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი

იაპონიაში ბუნებრივი კატასტროფების გამკლავების მიზნით, სპეციალური სიმულაციური წვრთნები დაიწყო.

იაპონიის დედაქალაქში 1923 წლის 1 სექტემბერს მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის 88-ე წლისთავს აღნიშნავენ, რომელმაც დაახლოებით 130,000 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო გადარჩენილების უმრავლესობა ტოკიოსა და იოკოჰამაში უსახლკაროდ დატოვა. ანალოგიური სიმძალვრის მიწისძვრა იაპონიაში მარტის თვეში კვლავ განმეორდა, რასაც ცუნამიც დაერთო. ამ ყველაფერმა 20,000 იაპონელის სიცოცხელ შეიწირა. სწორედ ამიტომ, იაპონიაში, ბუნებრივი კატასტროფების გამკლავების მიზნით, სპეციალური სიმულაციური წვრთნები დაიწყო.

იაპონიის მთავრობამ ტოკიოში მოდელირებული 7.3 (შვიდი მთელი სამბალიანი) მიწისძვრის საპასუხო რეაქციის დემონსტრაცია მოახდინა. ეს ყოველწლიური ვარჯიში 1923 წელს მომხდარ მიწისძვრას ემთხვევა ხოლმე.

თანამდებობიდან გადამდგარმა იაპონიის პრემიერ- მინისტრმა ნაოტო კანმა ტესტის დროს საჯარო განცხადებაც გააკეთა:

მისი თქმით, ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიის ტოჰოკუს რეგიონში მომხდარი მიწისძვრიდან და ცუნამიდან ექვსი თვის შემდეგ, სპეციალური წვრთნები დაიწყო, რომელიც სტიქიურ უბედურებასთან ეფექტურ ბრძოლას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG