ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მაღალჩინოსნები ერაყში მიღწევებზე ვერ თანხმდებიან


აშშ-ის მაღალჩინოსნები ერაყში მიღწევებზე ვერ თანხმდებიან
აშშ-ის მაღალჩინოსნები ერაყში მიღწევებზე ვერ თანხმდებიან

ერაყში 4500 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 ათასზე მეტი დაშავდა.

შეერთებულმა შტატებმა ერაყში ომი 2003 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა გადამალული. ომის დაწყებიდან მოკლე ვადაში ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, ხოლო ამერიკელებმა კი მას-განადგურების იარაღი ვერ აღმოჩენეს.

ამერიკის ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ჯონ ბოლტონი აცხადებს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ერაყში მივაღწით იყო ის, რომ გადავაგდეთ სადამ ჰუსეინის მთავრობა, რომელიც არა მხოლოდ რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის წარმოადგენდა საფრთხეს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დასრულდა მას-განადგურების იარაღის ისტორია, მთავარია ის, რომ რეჟიმი, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა ხელისუფლებიდან განიდევნა.“

ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი ბრენტ სკოუკროფტი ბოლტონისგან განსხვავებულ პოზიციას ინარჩუნებს. ის თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციას:

„სადამ ჰუსეინი არ იყო ლიდერი, რომელთანაც ურთიერთობა ადვილად იყო შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერაყი როგორც სახელმწიფო ფუნქციონირებდა. ჰუსეინს რეგიონში გარკვეული ამბიციები ჰქონდა, მაგრამ მათი განხორციელების ფიზიკური შესაძლებლობა არ გააჩნდა. მისი არმია იყო სუსტი, რაც ადვილად დავინახეთ ომის დაწყებისთანავე. საბოლოო ჯამში ჰუსეინი რეგინალურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ჩვენ კი მისი თავიდან მოშორება ძალიან ძვირი დაგვიჯდა.

ერაყში 4500 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 ათასზე მეტი დაშავდა. კონფლიქტის ყველაზე გამალებულ პერიოდში ერაყში 170 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. ომის შედეგად, რა თქმა უნდა, დაიღუპა ათასობით ერაყელი. საომარი ოპერაციების წარმოებაზე ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა.

ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი უილიამ კოენი ერაყის ომის შედეგებს ასე აფასებს:

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ერაყელებს დღეს შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ - დემოკრატიის გავრცელებას შევუწყეთ ხელი. თუმცა, ჯერ არ ვიცით როგორი შედეგით დასრულდება ეს პროცესი. ჩვენ ერაყელებს ავტორიტარიზმის დასრულებაში დავეხმარეთ. ახლა მათზეა დამოკიდებული გააგრძელებენ თუ არა დემოკრატიული განვითარების გზით სვლას.“

ელჩი ჯონ ბოლტონის განცხადებით, ამერიკა ერაყში სასურველზე მეტ ხანს დარჩა:

„უკეთესი იქნებოდა, ერაყელებისთვის ქვეყნის მართვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მალევე რომ დაგვეკისრებინა. ვფიქრობ, დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით, რომ არ შეგვექმნა კოალიციის დროებითი ადმინისტრაცია, ანუ გარდამავალი მთავრობა.“

სამომავლო გეგმებზე კი გენერალი სკოუკროფტი შემდეგს აცხადებს:

„ერაყი უკიდურესად კომპლექსური ქვეყანაა. მის დაყოფას ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწყობს ხელს - რელიგიური ღირებულებები, ეთნითკური ჯგუფები და ღარიბი და მდიდარი რეგიონები. ეს ყველაფერი ერთ დროს ერთმანეთს უნდა შეერწყას და გაერთიანდეს. “

ამერიკის ჯარის ერაყიდან გამოსვლის შემდეგ ქვეყანაში ძალადობამ იმატა. ვაშინგტონი იუწყება, რომ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობბაში ძალადობა სავარაუდოდ კვლავ გაიზრდება.

XS
SM
MD
LG