ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ


საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ

”თუ საქართველოს სურს დადგეს ევროპული განვითარების გზაზე, ეს ნიშნავს, რომ პატივი უნდა ვცეთ რიგითი მოქალაქის, ინდივიდის უფლებებს და სიცოცხლის უფლებას, რომლის დარღვევის ფაქტები მრავლად არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში” - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.

მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში; ჯანმრთელობის უფლების დაცვა პენიტენციურ სისტემაში; მონიტორინგი ბავშვთა სახლებში; შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლება; ინფორმაციის თავისუფლება ; საკუთრების უფლება; შრომის უფლება და საჯარო სამსახური; მომხმარებელთა უფლებები - სურსათის უვნმებლობა; შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და სხვა.

სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული ანგარიში 523 გვერდს მოიცავს , რომელშიც მოყვანილ ფაქტებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ”მართლაც სრული სერიოზულობით” შესწავლას აპირებს პარლამენტი. დავით ბაქრაძის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენებზე დაბარებულები იქნებიან სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის მინისტრები და მას შემდეგ, რაც კომიტეტბზე ყველა პოზიციის შეჯერება მოხდება, საკითხს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

სახალხო დამცველის ანგარიში ქრისტიან-დემოკრატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს, ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის თქმით ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს :

” ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის უმწვავესი შეფასებები ქვეყანაში არსებულ უმწვავეს სიტუაციასთან დაკავშირებით. გამოვყოფდი პენიტენციალურ სისტემას და დევნილთა და განსახლების სამინისტროს ქმედებებს. დაახლოებით 60 %-ით არის გაზრდილი პატიმრების სიკვდილიანობა. კატასტროფული ციფრია და ის ზღაპრები, რასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო გვეუბნება, თითქოს პატიმართა პროპორციულ ზრდასთან ერთად გაიზარდა პატამრების სიკვდილიანობა, ეს არის უზნეო ტყუილი. არ შეიძლება ამის თქმა. ყოველ მე - 3 გარდაცვლილ პატიმარს აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ეს ექსპერტიზის მიერ არის დადგენილი. ამაზე პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა.

რაც შეეხება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქმედებებს.. ყველამ ვიცით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორი ფორმით ჩატარდა დევნილთა გასახლება-გადასახლება.. ეს არის სრულიად საკმარისი, საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ თუნდაც ამ ორმა მინისტრმა, სასჯელაღსრულების მინისტრმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დაწერონ განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით.”

სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა პლენარულ სხდომებზე სავარაუდოდ მაისის დასაწყისში დაიწყება.

XS
SM
MD
LG