დღეს ბირთვული საკითხების სფეროში ირანის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟენევაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლეს კომისარს ხვდება.
ქეთრინ ეშტონი მოლაპარაკებებს გამართავს საიდ ჯალილთან და ასევე შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის მაღალი დონის დიპლომატებთან.
ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები ორ დღეს გაგრძელდება. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის საკითხზე ასეთი რანგის დიპლომატების მრავალმხრივი შეხვედრა იმართება.
თუმცა ექსპერტებს ამ შეხვედრის შედეგის დიდი მოლოდინი არ აქვთ. ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება, თუკი მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმებდიან.
მოლაპარაკების დაწყებამდე, ირანის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანას მთელი ბირთვული ციკლის წარმოება დამოუკიდებლად შეუძლია.