ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს

შეერთებული შტატები გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანში გაეროს ბირთვული ინსპექტორების ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. მიზეზად ისლამისტური რესპუბლიკის ლიდერის გაფრთხილება იქცა, რომელიც ბირთვული პროგრამის გაგრძელების გარდაუვალობას შეეხებოდა.

ოთხშაბათს თეთრი სახლის სპიკერმა ჯეი ქერნიმ განაცხადა, რომ ამ განცხადებით ირანმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო საერთაშორისო ვალდებულებები.

საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს უფროსის უიკია ამანოს თქმით, ირანმა უარი თქვა თეირანის მახლობლად მდებარე პარჩინის სამხედრო კომპლექსის დათვალირებაზე. არსებობს ეჭვი,რომ ამ ადგილას საიდუმლო მიწიქვეშა ბირთვული ლაბორატორიაა,რომლის მეცინიერთა ჯგუფთან ინტერვიუზე თეირანმა გაეროს ინსპექტორებს უარი განუცხადა.

ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის განცხადებით, მიუხედავად ზეწოლისა, სანქციებისა და მკვლელობებისა, ირანი ბირთვული პროგრამის განხორციელებას მაინც არ შეწყვეტს.

ინსპექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჰერმან ნაკაერტსმა ირანში ვიზიტს იმედგამაცრუებელი უწოდა. მისი თქმით, ინსპექტორთა სამომავლო ნაბიჯები მომავალ თვეში გაირკვევა, როცა ინსპექტორები ბირთვული სააგენტოს უფროსსა და საბჭოს წევრებს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG