ასტრონავტებმა კოსმოსურ ხომალდ „ატლანტისზე“ გატარებული პირველი დღე მისი კორპუსის დათვალიერებას დაუთმეს.
ხვალ „ატლანტისი“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს შეუერთდება.
შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ნასას განცხადებით, ხომალდის ეკიპაჟის 4 წევრი „ატლანტისზე“ დამონტაჟებული რობოტის საშუალებით ანხორციელებენ ოპერაციებს.
2003 წელს მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი „კოლუმბია“ დედამიწაზე დაშვებისას, ატმოსფეროში დაიშალა სწორედ აფრენის დროს მიღებული დაზიანებების გამო.
ეს კოსმოსური ხომალდის „ატლანტისის“ 135-ე უკანასკნელი გაფრენა იყო, რითაც თავდება მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდების 30 წლიანი ისტორია.