ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კონგრესის მუშაობის პრიორიტეტები


ახალი კონგრესის მუშაობის პრიორიტეტები
ახალი კონგრესის მუშაობის პრიორიტეტები

კონგრესის მოწონებას ვერ დაიმსახურებს გაეროს კონვენცია კლიმატის ცვლილების საკითხში.

რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის ასმეთერთმეტე კონგრესმა მუშაობა დაამთავრა. მოღვაწეობის პროცესში დაუსრულებელი დარჩა არაერთი საერთაშორისო შეთანხმება და ინიციატივა.

მათ შორის გაეროს კონვენციები ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ.

ვაშინგტონში არსებული კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის „ჰერითაჯის ფონდის“ მკვლევარი ბრეთ შეფერი ასევე ეჭვის თვალით უყურებს იმ ფაქტს, რომ ამ საკითხებზე მუშაობას მომავალი კონგრესი გააგრძელებს.

ნებისმიერი ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის კონგრესის ას კაციანი შემადგენლობიდან, სამოცდაშვიდის ის მხარდაჭერაა საჭირო. მაგრამ ახლა, როცა დემოკრატების რაოდენობა კონგრესში კიდევ უფრო შემცირდა, ობამას საკანონმდებლო ინიციატივების გატანა მეტად გართულდება.

ეს პროცესი კიდევ უფრო გაჭიანურდება მას შემდეგ, რაც სენატში ექვსი ახალი რესპუბლიკელი კანონმდებელი შევა:

„ახლა მდგომარეობა იმით არის გართულებული , რომ საკანონმდებლო ორგანოში ზომიერი პოლიტიკური გეზის რესპუბლიკელები ახალმა კანდიდატებმა ჩაანაცვლეს. მდგომარეობა სენატში ასევე შეცვლილია, და იქ უფრო მეტი რესპუბლიკელია, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხელშეკრულების რატიფიკაცია მომავალი ორი წლის მანძილზე კიდევ უფრო გართულდება“- აღნიშნავს შეფერი.

რუსეთთან სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ადმინისტრაციის მოთხოვნით, მალე უნდა მოხდეს, რაც საკმაოდ არარეალურია უახლოესი მომავლისათვის.

შეგახსენებთ, რომ წინა საკანონმდებლო ორგანომ, "სტარტის" სახელით ცნობილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არაერთი მოსმენა გამართა, სადაც ამ შეთანხმებას მხარი რესპუბლიკური პარტიის ისეთმა თვალსაჩინო წარმომადგენლებმა დაუჭირეს, როგორებიც არიან ჰენრი კისინჯერი და ჯეიმს ბეიკერი. ასევე სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა გავლენიანმა წევრმა რიჩარდ ლუგარმა.

კიდევ ერთი შეთანხმება, რომელიც სავარაუდოდ კონგრესის მოწონებას ვერ დაიმსახურებს - კლიმატის ცვლილების საკითხში გაეროს კონვენციაა.

შეგახსენებთ, რომ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილი გაეროს კონფერენცია ამჟამად, მექსიკის ქალაქ კანკუნში მიმდინარეობას.

ჰერითაჯის ფონდის კიდევ ერთი ანალიტიკოსი ნიკ ლორისი აცხადებს, რომ მრავალმხრივმა შეთანხმებებმა კლიმატის ცვლილების საკითხში, შესაძლოა ამერიკის ლიდერობა შეასუსტოს და ეკონომიკური განვითარება შეაფერხოს.

და ბოლოს, ვაშნგტონში ბაზირებული გლობალური განვითარების ცენტრის დირექტორი ჯეინ სტაატსი ფიქრობს, რომ ახალი კონგრესი სავაჭრო შეთანხმებებზე მუშაობას დიდ ყურადღებას დაუთმობს. სავარაუდოდ ეს იქნება პანამასთან, სამხრეთ კორეასთან და კოლუმბიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რაც ამერიკას დამატებით 68 მილიარდ დოლარს მოუტანს, ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის და ექსპორტის მოცულობას გააორმაგებს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG