ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯილდოები ამერიკელი ქალებისთვის


ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ამერიკის მთავრობამ გუშინ 10 ქალბატონის დამსახურებას მიაგო პატივი.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში შეკრებილებს, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განუცხადა, რომ ქალთა უფლებების დაცვა არამარტო სამართლიანი, არამედ ძალიან სწორი რამ არის.

„ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი ოჯახების ყოფას აუმჯობესებს, აძლიერებს ჩვენს საზოგადოებებს და უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ქალთა დასაქმებაში, ჯანმრთელობასა და განათლებაში ინვესტირება, დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს გვაძლევს ყველა სფეროში.“

სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაკუთრებული წვლილისთვის ქალთა უფლებების დაცვისთვის გაღებულ საქმეში ავღანელი, ბრაზილიელი, თურქი, კოლუმბიელი, ლიბიელი პაკისტანელი, ბირმელი და საუდის არაბეთის წარმომადგენელი ქალბატონები დააჯილდოვა.

XS
SM
MD
LG