ინდოეთში საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა 3 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ქალაქ აგრას ჯაის ჰოსპიტალში მოხდა.
აგრას პოლიციის უფროსის გენერალ ტივატის განცხადებით ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა აღნიშნული აფეთქება წინასწარ დაგეგმილი ტერაქტი.
ამ აფეთქებამდე ერთი კვირით ადრე, ინდოეთის დედაქალაქ დელიში უმაღლესი სასამართლოს სიახლოვეს მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
ამ ტერაქტთან დაკავშირებით, ინდოეთის პოლიციამ 5 ეჭვმიტანილი დააკავა.