ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთი ავღანელი პოლიციელი და უშიშროების სამსახურის სამი ოფიცერი ბამიანის პროვინციაში მოგზაურობის დროს გაიტაცეს.

ავღანეთის ხელისუფლების განცხადებით, ვარდაკის პროვინციაში ადრე გატაცებული რვა უშიშროების თანამშრომელი მოკლულები იპოვეს.

ვარდაკი ავღანეთის ის პროვინციაა, სადაც ამას წინათ მოჯახედებმა ამერიკული სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს და 38 სპეცრაზმელი მოკლეს, რომელთა უმრავლესობა ამერიკელები იყვნენ.

ხუთი ავღანელი პოლიციელი და უშიშროების სამსახურის სამი ოფიცერი ბამიანის პროვინციაში მოგზაურობის დროს გაიტაცეს. ამ ხალხის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს. ამერიკული შვეულმფრენიც თალიბებმა ჩამოაგდეს ჩვეულებრივი ყუმბარმტყორცნის საშუალებით.

XS
SM
MD
LG