ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში მიმავალ გემებს თურქეთი გააკონტროლებს


ღაზაში მიმავალ გემებს თურქეთი გააკონტროლებს
ღაზაში მიმავალ გემებს თურქეთი გააკონტროლებს

თურქეთმა ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა და დიპლომატიური ურთიერთობები მინიმალურ დონემდე დაიყვანა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მიზნით მიმავალ გემებს ამიერიდან თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები გააცილებენ, რათა ისინი ისრაელის თავდასხმისგან დაიცვან.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ საუბარში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ყველანაირად ეცდება ღაზას სექტორს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს და აღარ დაუშვებს შარშანდელი ინციდენტის განმეორებას, როდესაც ისრაელის კომანდოსების რეიდმა თურქულ გემ „მავი მარმარაზე“ 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ბატონი ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის ხმელთაშუაზღვის წყლების პატრულირება დაიწყოს და აღარ დაუშვებს მისი ბუნებრივი რესურსების ცალმხრივ ექსპლუატაციას ისრაელის მიერ.

თურქეთმა ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყვიტა და დიპლომატიური ურთიერთობები მინიმალურ დონემდე დაიყვანა, მიუხედავად ამისა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა განაცხადა, რომ ისრაელი თურქეთი მტრები არასოდეს იქნებიან.

XS
SM
MD
LG