ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის საკითხს განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის საკითხს განიხილავს
გაეროს უშიშროების საბჭო პალესტინის საკითხს განიხილავს

პალესტინის მხარე მოლაპარაკების განახლების უმთავრეს პირობად ისრაელის მიერ სამოსახლოების გაფართოებისთვის დაწყებული მშენებლობის სასწრაფო შეწყვეტას აყენებს.

გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტი დღეს პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხს განიხილავს. შეერთებული შტატები და ისრაელი ამ წინადადების კატეგორიული წინააღმდეგია. ობამას ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ კენჭისყრაზე დაყენების შემთხვევაში ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ოფიციალური ვაშინგტონი ერთადერთ გამოსავალს ორ ქვეყანას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების აღდგენაში ხედავს.

კვირას ახლო აღმოსავლეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ბრიუსელში ოფიციალური შეხვედრები იწყება. ამერიკის, ევროკავშირის, გაეროს და რუსეთის წარმომადგენლები პალესტინას და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აღდგენის სამომავლო გზებს დასახავენ.

პალესტინის მხარე მოლაპარაკების განახლების უმთავრეს პირობად ისრაელის მიერ სამოსახლოების გაფართოებისთვის დაწყებული მშენებლობის სასწრაფო შეწყვეტას აყენებს. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება სწორედ ამ მიზეზით შეწყდა.

XS
SM
MD
LG