ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციის ახალი ლიდერი


სირიის ეროვნული საბჭოს ახალი ლიდერი აბდულბასეთ სიედა გახდა.

უცხოეთში დევნილმა სირიის მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ლიდერად ქურთი აკადემიკოსი აირჩია, რომელიც ოპოზიციური მოძრაობის გაერთიანებას შეეცდება. სირიის ეროვნული საბჭოს ახალი ლიდერი აბდულბასეთ სიედა გახდა. საბჭოს მმართველი წევრების სხდომა დღეს სტამბოლში ჩატარდა. სიედა დაახლოებით 50 წლის არის და შვედეთში ცხოვრობს. ეროვნული საბჭოს ლიდერები სიედას დადებითად ახასიათებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეფორმას და შევქმნით ჩვენი საბჭოს ახალ სტრუქტურას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წევრები იყვნენ აქტიური. ეროვნული საბჭო უნდა გახდეს სირიელი ხალხის წარმოამდგენლობითი ორგანო“ - განაცხადა აბდულბასეთ სიედამ.

„ის აკადემიკოსია. ასევე თანამედროვე ყაიდის ადამიანია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ან ისლამისტია ან სეკულარისტი. მას მხარი ყველამ დაუჭირა,“ - განაცხადა სირიის ეროვნული საბჭოს ერთერთმა ლიდერმა ჰამიდ ატასიმ.

თავად სიედა აცხადებს, რომ ის შეეცდება ყველა ოპოზიციური ძალის ერთ მოძრაბად გაერთიანებას. სირის ოპოზიციის აქტივისტების ცნობით, სამთავრობო ძალებმა გუშინ 52 სამოქალაქო პირი მოკლეს.

XS
SM
MD
LG