ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თელავივის აეროპორტში დაკავებულია 120 პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტი.
ამავე განცხადების თანახმად, აქტივისტებს დეპორტაცია ელით. აქტივისტები იმ ღონისძიების მონაწილეები არიან რომელიც, მდინარე იორდანის დასაველთ ნაპირზე იმართება. ღონისძიება პალესტინელების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა 4 აქტივისტი უკვე დააბრუნეს თავიანთ ქვეყანაში.
ბენ გურიონის აეროპორტს პოლიციელები აკონტროლებენ. ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ევროპის აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივისტების, რომლებიც ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ.
უკვე 200 აქტივისტს აეკრძალა ევროპიდან ისრაელში შემოსვლა.