ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტევიუ - რუსეთის ანალიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორთან სოსო ცინცაძესთან


ინტევიუ - რუსეთის ანალიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორთან სოსო ცინცაძესთან
ინტევიუ - რუსეთის ანალიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორთან სოსო ცინცაძესთან

საქართველოში ევროკავშირის მისია ერთი წლით გახანგრძლივდა , 2011 წლის 14 სექტემბრამდე. თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი საქართველოსათვის ამზე ჩვენი რესპონდენტი რუსეთის ანალიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი სოსო ცინცაძე გვპასუხობს:

-„ მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისიას შეუძლია პრევენცია მოუხდინოს რუსეთის ხელახალ შემოჭრას საქართველოში.ევროკავშირის მისიის ძირითადი პრინციპებია: მისი უმოკლეს ვადებში, ექვს პუნქტიანი შეთანხმების დაცვა და მისი თანდათანობითი გავრცელება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , შემდგომში განსახორციელებული ზომების გათვალისწინებით, სიტუაციის სტაბილურობის ხელშეწყობა. წესით მისიამ უნდა გააკონტროლოს ის თუ რა ხდება ორივე მხარეს. თუმც რუსეთი მას ამის საშუალებას და უფლებას არ აძლევს.“

კითხვაზე თუ რას ფიქრობს ბატონი სოსო გუშინ რუსულ გაზეთში „სივოდნია“ - ში რუსი სამხედრო ექსპერტის ვლადისლავ შურგინის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელიც რუსეთის სამხედრო სისუსტეს უსვავს ხაზს და საუბრობს რუსეთის როლზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ბატონი სოსო გვპასუხობს:

-„შურგინი პირადირ ამბობს, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მაინც მოუწევს ან დაუბრუნოს საქართველოს ეს ტერიტორიები ან რუსეთს მოუწევს კიდევ ერთი ომი ამ ტერიტორიების შესანარჩუნებლად.“

XS
SM
MD
LG