ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჯენერალ მოტორსის“ წარმატება


„ჯენერალ მოტორსის“ წარმატება

ორი წლის წინ კომპანიამ გააკოტრების საფრთხე სამთავრობო სესხით დაძლია.

მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა ამერიკულმა „ჯენერალ მოტორსმა“ 2011 წელს ყველაზე დიდ მოგებას მიაღწია. ორი წლის წინ კომპანიამ გააკოტრების საფრთხე სამთავრობო სესხით დაძლია.

კომპანიაში, რომელსაც საუკუნის ისტორია აქვს, აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში გაყიდვებით მოგებამ 7,6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამით კი კომპანიამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ყველაზე მაღალი მოგება კომპანიამ 1997 წელს ნახა, როდესაც თანხამ 6,7 მილიარდი შეადგინა. თუმცა გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში კვარტალური მოგება 500 მილიონს არ აღემატებოდა. რეკორდული მოგების მიუხედავად, კომპანიის გაყიდვები ევროპაში კვლავ დაცემულია, რასაც ევროპის ფინანსურ კრიზისს უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG