ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრისტინ ლაგარდი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს


ქრისტინ ლაგარდი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

ქალბატონმა ლაგარდმა განაცხადა, რომ მოახლოებული რეცესიის რისკი უთუოდ გადაწონის ინფლაციის საშიშროებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარე წამყვანი ქვეყნების ლიდერებს სასწრაფო ღონისძიებების გატარებას სთხოვს, რათა გლობალური ეკონომიკა ხელახალი რეცესიისგან ერთობლივი ძალისხმევით გადაარჩინონ.

ქრისტინ ლაგარდი დღეს მსოფლიო ეკონომიკის უმაღლესი ოფიციალური წარმომადგენლობების წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა საპროცენტო განაკვეთი დაბალ მაჩვენებლებზე დატოვონ და ზრდის უზრუნველყოფა სხვა მეთოდებით მოახდინონ. ქალბატონმა ლაგარდმა განაცხადა, რომ მოახლოებული რეცესიის რისკი უთუოდ გადაწონის ინფლაციის საშიშროებას.

თავმჯდომარემ მხარი დაუჭირა მთავრობების მიერ ეროვნული ბიუჯეტების შეკვეცას, მაგარამ დასძინა, რომ ეს არ უნდა იყოს მოკლე ვადებზე გათვლილი შეღავათი.

დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და ბანკირების შეხვედრა ფრანგულ ქალაქ მარსელში გრძელდება. ისინი გლობალური ეკნომიკის წინაშე მდგარ პრობლემებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG