ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელის პოლიციამ აფეთქებასთან კავშირისთვის 4 ადამიანი დააკავა


ბელგიის მთავრობა იუწყება, რომ ბრიუსელის პოლიციამ სამშაბათს მატარებლის სადგურზე მომხდარ აფეთქებასთან სავაუდო კავშრებისთვის ოთხი ადამიანი დააკავა.

ფედერალური პროკურორის ოფისი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილები ბრიუსელის უბან მოლენბიკში ჩატარებული რეიდების შედეგად დააკავეს.

ჯერ-ჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება იმაზე, თუ კონკრეტულად, რა კავშირები ჰქონდათ დაკავებულებს აფეთქებასთან.

პროკურორის ოფისისვე ცნობით, აფეთქებისას დაღუპული თავდამსხმელი, 36 წლის ერიკ ვან დერ სიპტია. გამოძების მიხედვით, არ დასტურდება მისი კავშირები ტერორსტულ ჯგუფებთან, თუმცა ირკვევა, რომ დაღუპული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსადმი” სიმპატიებით იყო განწყობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG