ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიაში მატარებელზე თავდასხმის მსხვერპლი გარდაიცვალა


შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, 17 წლის გოგონა, რომელსაც 19 აგვისტოს მატარებელში სასტიკად დაესხნენ თავს, სამშაბათ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მელისა მ.-ს სხეულის 75 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. აგვისტოს ინციდენტის დროს, თავდამსხმელმა რამდენიმე მგზავრი დანით დაჭრა და ვაგონში ცეცხლი გააჩინა. თავდამსხმელი ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად მეორე დღეს გარდაიცვალა. მელისას გარდა მან შვიდი ადამიანი დაჭრა. მათგან ერთი - 34 წლის ხორვატი ქალი - შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი ექვსიდან კრიტიკულად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ თავდასხმის მოტივად ტერორიზმი გამორიცხა, მაგრამ ალტერნატიული მოტივი არ გამოუცხადებია.

XS
SM
MD
LG