ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ადამიანი გამოვიდა ერევნის ქუჩებში ოთხშაბათს მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისა და ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ პაშინიანის დაგეგმილი მოლაპარაკებები გადაიდო. ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო პრემიერ სერჟ სარქისიანის გადადგომის შემდგომი გარდამავალი პერიოდისთვის საჭირო ნაბიჯები.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი, რომელიც სარქისიანის მოკავშირე იყო, ამბობს, რომ ოპოზიციას ახალი მოთხოვნები აქვს. კარაპეტიანი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ეს პოლიტიკური გაურკვევლობის გადასაწყვეტად საუკეთესო გამოსავალი იქნება.

მშვიდობიანი პროტესტი სომხეთში, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაიწყო. ასერჟ სარქისიანის მიერ პრემიერის თანამდებობის დაკავებას თეულობით ათასი ადამიანი ერევნის ქუჩებში აპროტესტებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG