ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერევანმა თურქული წარმოების იმპორტზე ემბარგო გააუქმა


სომხეთის მთავრობამ თურქული წარმოების იმპორტზე აკრძალვა მოხსნა. აღნიშნული აკრძალვა, სომხეთმა, აზერბაიჯანთან გასული წლის ომის დროს დააწესა.

„მიღებულ იქნა გადაწვეტილება, არ გაგრძელდეს თურქული ნაწარმის იმპორტზე ემბარგო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა „ფეისბუქზე“.

გადაწვეტილება ძალაში 1 იანვარს შედის. ერევანმა აკრძალვა 2020 წლის 31 დეკემბერს დააწესა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, აკრძალვას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები ჰქონდა.

„ჩვენ ბევრი განცხადება და მოთხოვნა მივიღეთ, აკრძალვის გაუქმების თხოვნით“, - განაცხადა სამინისტრომ.

2020 წლის შემოდგომაზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო დაპირისპირება განახლდა. ექვსკვირიანი ომის შედეგად, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილზე. განახლებულ კონფლიქტს 6 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთის მიერ მოლაპარაკებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა, რომლის შემდეგაც რეგიონში, რუსული სამხედროები განთავსდნენ. კონფლიქტში, ანკარა მხარს ბაქოს უჭერდა.

დეკემბრის თვის დასაწყისში, ერევანსა და ანკარას შორის სპეციალური წარმომადგენლები დაინიშნა, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG