ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა, ფაშინიანი კი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს


სომეხი მინისტრი (მარცხნივ)
სომეხი მინისტრი (მარცხნივ)

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა პრემიერ-მინისტრის ოფისს გადადგომის წერილი გადასცა. ეს გადაწყვეტილება მთიან-ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების ესკალაციის ფონზე იქნა მიღებული.

ამ ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს. მისი თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი მხოლოდ ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოებაა.

„დღეს მე მკაფიოდ აღვნიშნე, რომ შეიარაღებული ძალადობა მთავრობის ინსტრუმენტებს შორის არ იქნება. მოვუწოდებ ოპოზიციას იგივე ნაბიჯი გადადგას“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, სომხეთში პოლიტიკური დაძაბულობა დაიწყო. ოპოზიცია ფაშინიანს ღალატში სდებს ბრალს.

თითქმის ერთი კვირა გავიდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების მიერ დადებული შეთანხმების შემდეგ მთიან ყარაბაღში 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც ათასობით სომეხის უკმაყოფილება და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები გამოიწვია.

შეთანხმებით ორივე მხარეს სისხლისღვრა დასრულდა, თუმცა სომეხთა დიდი ნაწილისთვის ის მიუღებელია, რადგან შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანის კონტროლი მყარდება არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის შემოგარენ ტერიტორიაზე, რომელიც ბაქომ ბრძოლისას დაიკავა, არამედ საკუთრივ რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილზეც.

მნაცაკანიანი ამ პოსტს 2018 წლის მაისის შემდეგ იკავებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG