ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომხეთში დეპუტატი და კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს


სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობის იარაღის და აღჭურვილობის შეძენის და შენახვის ფაქტზე, შაბათს ორი პირი, მანველ გრიგორიანი და არტურ ასატრიანი (ცნობილი, როგორც „დონ პიპო“) დააკავა.

მანველ გრიგორიანი პარლამენტის წევრი, ყოფილი სამხედრო გენერალი და თავდაცვის ყოფილი მინისტრია. ის ბრალდებებს უარყოფს. მისი მხარდამჭერები დღეს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წინ შეიკრიბნენ, სადაც მათსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. პრემიერ მინისტრმა განცხადება გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ გრიგორიანის დაკავება არა მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვის, არამედ მის მიერ ქონების გაფლანგვის და მითვისების ფაქტს უკავშირდება.

არტურ ასატრიანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტია. ის ოთხ თანამონაწილესთან ერთად დააკავეს, რომლებიც რუსეთს მოქალაქეები არიან. ასატრიანი ეჩმიაძინში მისი სახლის და საკუთრების ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, მას ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა და ასევე, შეთქმულებით სამი პირის მოტაცება ედება ბრალად.

მედიის ცნობით, ასატრიანმა ეჩმიაძინის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ გრიგორიანის წინააღმდეგ აქცია მოაწყო. კარენ გრიგორიანი მანველ გრიგორიანის შვილია და რეგიონს არაოფიციალურად აკონტროლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG