ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განზრახ შენელებული აიფონები - საფრანგეთში ეფლი 25 მილიონით დააჯარიმეს


კომპანია "ეფლი" ძველი აიფონების განზრახ შენელების გამო, 25 მილიონი ევროთი დაჯარიმდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ მიიღო.

ინორმაცია მაუწყებლობამ "ფრანს 24" გაავრცელა. ფრანგული მედიის ცნობით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ აიფონის მობილური ტელეონების ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, ძველი ტელეფონები ნელდება, რის გამოც მომხმარებლები იძულებულები ხდებიან ახალი სმარტფონები შეიძინონ.

გამოძიება "ეფლის" ქმედებების გამო, საფრანგეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლომ 2018 წელს დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კომპანია "ეფლმა" მომხმარებელს დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპერატიული სისტემის განახლების შემდეგ, მათი ძველი თაობის ტელეფონები შენელდებოდა.

წლებია, უკვე მსოფლიო მედია აქტიურად საუბრობს, რომ ძველ "აიფონებში" სისტემა "აიოსის" განახლების შემდეგ, მობილური ტელეფონების სიჩქარე მცირდება, რაც კომპანია "ეფლმა" 2017 წელს ნაწილობრივ აღიარა.

"ეფლი" ამ დრომდე განაგრძობს ძველი მოწყობილობების შენელებას, მათ შორის ასახელებენ მეექვსე, მეშვიდე და მერვე თაობის თითქმის ყველა "აიფონს". სისტემური განახლება ასევე ანელებს "აიფონ იქსს" და "იქს-მაქსს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG